“დღეს მოვაწყეთ იმიტირებული მსვლელობა დედაქალაქისკენ, გვინდა, რომ თვალსაჩინოება ჰქონდეს ხელისუფლებას, რა შეიძლება მოხდეს 23 მაისს, როგორ შეიძლება დაიძრას მთელი ქვეყანა დედაქალაქისკენ”-ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, თუ მთავრობას სურვილი ექნება დიალოგი გაგრძელდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ თვალსაჩინოებას უფრო აღიქვამენ ადეკვატურად და გაითვალისწინებენ. ეს არის ჩვენი სურვილი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ გვინდა გადანაცვლება დედაქალაქისკენ და მრავალათასიანი აქციების ჩატარება, თუ მოგვიწევს და მიიყვანენ ისინი ამ პროცესს აქამდე, ბუნებრივია, მივდივართ დინამიურად 23 რიცხვისკენ. მანამდე ასევე იქნება აქციები, დღეს გადავინაცვლებთ გუმათში და იქაც გაგრძელდება ჩვენი პროტესტი, ამიტომ გაცილებით რთული იქნება ხელისუფლებისთვის 23 რიცხვი, ვიდრე არის დღევანდელი დღე“,- განაცხადა გოლეთიანმა.
