LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

71
201537018-2022539427883951-1989489487342883727-n

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g