LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მთაწმინდის პარკში “ოქროს ტალღა” გაიმართება

24

დღეს, 20 ივნისს, საღამოს შვიდ საათზე მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია “ოქროს ტალღა” გაიმართება.

დაჯილდოვების ცერემონიაზე 17 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური დაასახელებს.

კონკურსში წლის განმავლობაში “არ დაიდარდოში”, ” ფორტუნაში”, “ფორტუნა პლუსსა” და “ავტორადიოში” შესული 125 სიმღერა მონაწილეობს. ეს ორჯერ მეტია წინა წელს მონაწილე სიმღერების რაოდენობაზე.

წელს რადიო “ფორტუნას” 20 წლის იუბილე აღინიშნება. მთაწმინდის პარკში მისულ სტუმრებს არა მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონია, არამედ ავთერფართიც ელის, ფრანგული ჯგუფის “მოჯოს” სოლისტ იან დესტალთან და ბენდთან ერთად.

წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი პრემია გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე და ნიაზ დიასამიძე.

“ოქროს ტალღა” რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ” დააფუძნა. ის უკვე მეოთხეს ტარდება და ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები