LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს – რომელ საათზე შეხვდება რობერტ კობლიაშვილი მოწინააღმდეგეს

324
რობერტ კობლიაშვილი

დღეს, 6 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) იასპარეზებს.

როგორც ცნობილია, წი­ნას­წა­რი შეხ­ვედ­რე­ბი 13:00 სა­ა­თი­დან, ფი­ნა­ლუ­რი ბლო­კი კი თბილისის დროით 20:15 სა­ა­თი­დან დაიწყება.

რობერტ კობლიაშვილი მოწინააღმდეგეს თბილისის დროით 13:30 წუთზე დაუპირისპირდება.

რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორია. მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე ბელორუსიის წარმომადგენელს, აბუბაქარ ხასლახანოვს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემდეგ კი სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ მიხეილ ქაჯაიასა და ეგვიპტელ გაბრის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.

  • რამაზ ზოიძე (67კგ.) – 7 აგვისტო,
  • ლაშა გობაძე (87კგ.) – 7 აგვისტო,
  • რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) – 6 აგვისტო.

8 აგვისტოდან კი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები ჩაერთვებიან:

  • 8 აგვისტო – ვლადიმერ გამყრელიძე,
  • 9 აგვისტო – გენო პეტრიაშვილი,
  • 10 აგვისტო – გოდერძი ძებისაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g