LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქალი ფეხბურთზე წავა: ირანში ორი წლის შემდეგ სტადიონზე ქალებს შეუშვებენ

37
Iran-women-allowed-into-football-stadium-for-first-time-in-decades

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ირანსა და კორეას შორის ქალებს დაუშვებენ, იუწყება AFP. ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

მთელი წელი თამაშები უმაყურებლოდ ტარდებოდა წყეული კორონავირუსის გამო. ბოლოს ფეხბურთი სპარსმა კაცებმა საკუთარი მანდილოსნების თანდასწრებით 2019 წლის ოქტომბერში ითამაშეს. მაშინ ირანმა 14:0 დაშალა კამბოჯა.

ირანისა და კორეის შეხვედრა კი დღეს, 5 ოქტომბერსაა.

1979 წლიდან, როდესაც ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებაზე ქალებს წითელი აუნთეს. ამ აკრძალვის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხელისუფლების ნებართვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები