ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე დღის წინ მესამედ გახდა დედა. ქეთის და ყოფილ მორაგბე, დავით კაჭარავას გოგონა შეეძინათ, რომელსაც მარია დაარქვეს.
მარიამობის დღესასწაულზე ქეთი ახალშობილთან ერთად სახლში ბრუნდება.
„მარიამობას გილოცავთ, გვფარავდეს ამ დღის მადლი, დღეს სახლში მივდივართ და ილია გაიცნობს მარიას“, – წერს ქეთი და ახალშობილის უსაყვარლეს კადრებს გამომწერებს უზიარებს.