“დღეს საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს აქვთ“, – განაცხადა მინისტრმა.
სპეციალისტები “ლოკდაუნის” საჭიროებას ვერ ხედავენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ არსებულიც გამკაცრდეს და ისეთი შეზღუდვები დაემატოს, რომელიც ეკონომიკიას არ დააზარალებს.