LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საქართველოს სიამაყის დაბადების დღეა“ – ნონა გაფრინდაშვილი 83 წლის გახდა

970
ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღე

ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი დღეს 83 წლის გახდა. ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ მუსიკოსები – ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძეც და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ფეისბუკში აქვეყნებენ:

„დღეს საქართველოს სიამაყის, ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნონას დაბადების დღეა. ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ. გვიყვარხართ ძალიან“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

დღეს საქართველოს სიამაყის, ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნონას დაბადების დღეა 🎂💫🥂🤍 ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ 🙏🏻🙏🏻 გვიყვარხართ ძალიან 🤍🤍 Natia Logua

Posted by Anuki Tskvitinidze on პარასკევი, 03 მაისი, 2024

ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მისი ოჯახის წევრი, მოჭადრაკის წარმომადგენელი ნათია ლოგუაც.

„დღეს დიდი ნონას, ჩვენი ნონას დაბადების დღეა! მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მისი ოჯახის წევრი და ნონას წარმომადგენელი მქვია!

ჯანმრთელი და დღეგრძელი მინდა იყოს, რომ კიდევ მრავალი წელი ვეთაყვანოთ მთელი ოჯახი და საქართველო!

მის ტიტულებს, თუ როგორ, რამდენჯერ გვასახელა, არ ჩამოვთვლი! ის არ ჩერდება და გრძელდება ასე, დავიწყებ ბოლოდან:

1- ნონას იუთუბ არხი – სპოორტული გადაცემით მის შვილთან ერთად მისივე მუზეუმიდან – ნონა Talks – გამოიწერეთ.

2- საკოლექციო ჭადრაკები მისი პირადი ხელმოწერით – „ვეფხისტყაოსანი” და „ქართული ცეკვა” – მან ქართული კულტურა გააცოცხლა ჭადრაკებში, რომლებიც ნამდვილი საგანძურია! თითოეული მხოლოდ 82 ცალი გამოვა.

3- მსოფლიო ტურნე „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს!” – ერთობლივი თამაშის სეანსები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!

რა არის შემდეგი?

ნონას სურვილია, პირადი მუზეუმი სავსე პრიზებითა და ჭადრაკებით, რომელიც ქართველი და არამარტო ქართველი ხალხის ნაჩუქარია, აჩვენოს მსოფლიოს და მოინიშნოს მსოფლიო რუკაზე. ნონა გაფრინდაშვილის მუზეუმი! საქართველოსთვის!“ – წერს ნათია ლოგუა სოციალურ ქსელში.

👑დღეს დიდი ნონას, ჩვენი ნონას დაბადების დღეა! 👑 მე ამაყი და ბედნიერი ვარ რომ მისი ოჯახის წევრი და ნონას წარმომადგენელი…

Posted by Natia Logua on პარასკევი, 03 მაისი, 2024

ცნობისათვის, ნონა გაფრინდაშვილი მსოფლისოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია. არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები