დღეს საქართველოში ყინვა გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, თუმცა გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.
28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.