LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება, ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.. იქნებ პაწაწინა შვება მაინც იგრძნოს, თუ ბევრნი მივალთ, ნუ მივატოვებთ“ – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

792
Untitled design (14)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ ნატო ჭელიძეს და მის სამ მცირეწლოვან შვილს 26 აგვისტოს დაკრძალავენ.

ნატო ჭელიძის მეუღლის, გიორგი დუდაშვილის შესახებ, „ფეისბუკში“ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსუდან კობახიძე და მოქალაქეებს სთხოვს, თანადგომა გამოუხატონ გიორგი დუდაშვილს.

„ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ, რომ ეს კაცი გადარჩეს, შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 

„ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ამხელა ტანჯვის ყურება როგორ უნდა შევძლო-მეთქი. არ მახსოვს, ამ ადამიანმა მე მითხრა თუ ჩემს ქმარს: „როცა ამდენი ადამიანი მოდიოდა და ხელს მართმევდა, თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი თან მიჰქონდათო“.

დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება. არც ვიცნობ და არც არაფერი, მაგრამ მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე. ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.

პანაშვიდი ჟ. შარტავას N45, გამოსვენება ხვალ ქაშვეთის ტაძრიდან.

იქნებ პაწაწინა შვება მაინც იგრძნოს, თუ ბევრნი მივალთ. ნუ მივატოვებთ“, – წერს რუსუდან კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა….

Posted by Rusiko Kobakhidze on ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ამ დრომდე 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან იდენტიფიცირებულია 28. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს.

„ნატო, ჩემი უწყინარი თანაკლასელი…ჩუმი, კეთილი, თვალებში ჩამდგარი სევდით, მორიდებული ღიმილით და დიდი, სამყაროს ტოლი გულით…” – ნატო ჭელიძის თანაკლასელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები: „ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ“ – ანასტასია დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე… გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ – რას ჰყვება ახლობელი შოვის სტიქიის დროს დაღუპულ დედასა და სამ შვილზე

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები