LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს“ – რაჭის სახელმწიფო რწმუნებული

214
Untitled design (13)

„ამ დროისთვის, ნაპოვნია 31 მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული, ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს“, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

პაპუნა მარგველიძის თქმით, პრევენციის მიზნით, გლოლის ტერიტორიაზე მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტი იწმინდება:

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პრევენციის მიზნით, გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, – თქვა პაპუნა მარგველიძემ.

„მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები