LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს თუთამ უკვე ოფიციალურად დაამთავრა სკოლა.. წინ დიდი გზაა, განვლილზე ბევრად უკეთესი და ბედნიერი“ – ეკატერინე ტოგონიძე შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

437
ეკატერინე ტოგონიძე რატი სამყურაშვილი

მწერალ ეკა ტოგონიძის და რატი სამყურაშვილის გოგონამ, თამარ სამყურაშვილმა სკოლა დაამთავრა. ამ დღესთან დაკავშირებით ეკატერინე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს თუთამ უკვე ოფიციალურად დაამთავრა სკოლა.
წინ დიდი გზაა,
განვლილზე ბევრად უკეთესი და ბედნიერი!
ასეთია ჩემი რწმენა.
ყოჩაღ, შვილო!
P.S. (ხელზე დედაჩემის წნევის დამარეგულირებელი სამაჯური რომ წამოუცვია, ამაზე ძალიან მეცინება:)“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე და შვილის ფოტოს რატი სამყურაშვილთან ერთად აზიარებს.

ცნობისთვის, ეკატერინე ტოგონიძის მეუღლე, რატი სამყურაშვილი წლების წინ მძიმე სენს ებრძოდა. ყოფილი პარლამენტარი 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა.

ვიდეო: ეკა ტოგონიძე: „ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. მითხრა, რომ არ უნდა დავლოდებოდი ჩემი შვილის პირველ ტირილს მას შემდეგ, რაც დაიბადებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g