LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ყველა გოლი გიოსია“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

603
გიორგი შაქარაშვილი

დღეს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელს ოჯახის წევრები ემოციური პოსტით იხსენებენ:

„4 წელი…“ – წელს გიორგის და, ანი შაქარაშვილი.

„ჩვენო გიორგი, შენც უნდა გაგეხარებინა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები“,

„დღეს ყველა გოლი გიოსია“, – წერენ ანის მეგობრები.

„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება..“ – გიორგი შაქარაშვილის დედა 

„22 წლის იუბილეს გილოცავ იმიერში…მთელი გულით მიყვარხარ” – ანი შაქარაშვილი

ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს, იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

სწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g