LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესასწაულების შემდეგ, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღას ვარაუდობენ

154
ბულეიშვილი

დღესასწაულების შემდეგ, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღას ვარაუდობენ. ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა იმატოს. თუმცა, საწოლების რაოდენობას კოვიდკლინიკებში, ამ დროისათვის საკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მძიმე პაციენტებს უმკურნალონ.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ განსაკუთრებულად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადე. მოსალოდნელი გართულება კი შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდეს.

სტატისტიკურად, დღევანდელი მდგომარეობა მიუხედავად გარკვეული შეზღუდვების გაუქმებისა, შედარებით სტაბილურია. ამის შესახებ, ჟურნალისტებს ინფექციონისტმა, მაკა ბულეიშვილმა განუცხადა.

”აღსანიშნავია, რომ უქმე დღეებში რა თქმა უნდა პაციენტების მიმართვიანობა იყო ნაკლები. შესაბამისად, ტესტირების რაოდენობაც შემცირებული იყო, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა მაინც სტაბილურია. მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც საახალწლო შეზღუდვების შემდეგ იქნება, სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში მივიღებთ”. – განაცხადა, ბულეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 5 265 ტესტიდან, ინფიცირების 537 შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g