ავსტრალიაში, ტასმანიის შტატში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი გაშიშვლდა და მზის ამოსვლას გაყინულ წყალში შეხვდა. News.com-ის ინფორმაციით, ამ გზით მათ ზამთრის ბუნიაობა იზეიმეს.
2024 წელს, დღესასწაულის აღსანიშნავად წყალში ჩასული ადამიანების რაოდენობა რეკორდული აღმოჩნდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მოზეიმეთა რიცხვი 300 ადამიანიდან 3 ათასამდე გაიზარდა.
მონაწილეები სიცივემაც კი ვერ შეაჩერა: გაცურვის დროს ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იყო, ხოლო წყლის – დაახლოებით 12 გრადუსი.
ორგანიზატორებმა მოცურავეებს ფეხსაცმლის გახდა ბოლო წამს სთხოვეს, რათა არ გაყინულიყვნენ. მანიშნებელი შუქების გაშვების შემდეგ ცივი წყლისკენ ათასობით ადამიანი გაიქცა.
ტასმანიაში ზამთრის ბუნიაობის აღსანიშნავად განბანის ცერემონიას ძველი და ახალი ხელოვნების მუზეუმი (MONA) ყოველწლიურად ატარებს. მისი ორგანიზატორები ცდილობენ, ხალხს ხელოვნების ტრადიციული აღქმა შეუცვალონ.