,,დღესდღეობით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი”-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 102-ე შეხვედრა ერგნეთში ცოტა ხნის დაიწყო.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, ვინაიდან, ეს უკიდურესად სახიფათო და ნეგატიური პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას და ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ეს გახლავთ ოკუპაციის ძალზე სამწუხარო თანამდევი პროცესი. არა მხოლოდ ორი თვის მანძილზე, უკანონო დაკავებებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ გვქონდა ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების 33 შემთხვევა. ასევე, ძალიან ინტენსიურ ფაზაში არის შესული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და სწორედ ეს საკითხები იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა.
ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს – დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება
დღესდღეობით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი. რაც შეეხება გოჭოშვილს, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების მიერ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდა დაგვიანებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას.
ჩვენი პრინციპული პოზიცია, რაშიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა, არის ცალსახა – უკანონოდ დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს და აღნიშნული საკითხი მთელი სიმკაცრით კვლავ დადგება დღევანდელ შეხვედრაზე“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.