LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო: უკრაინელი და რუსი ფეხბურთელი გულშემატკივრების ბანერზე ერთმანეთს ხელს ართმევენ

51
rueddc66c1e5c

ბერგამოს „ატალანტას“ გულშემატკივრები ტრადიციას ამკვიდრებენ – აჩვენებენ ბანერს, რომელიც უკრაინელი რუსლან მალინოვსკისა და რუსი ალეკსეი მირანჩუკის თბილ ურთიერთობებს ასახავს.

პირველად ბანერი კლუბის ბაზაზე შეამჩნიეს. გუშინ კი ის ლევერკუზენის „ბაიერთან“ ევროპა ლიგის მატჩზე (3:2), ტრიბუნებზეც გამოფინეს.

„ატალანტას“ მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმაც ისაუბრა ამ თემაზე თამაშის შემდეგ:

„მალინოვსკი და მისი ოჯახი ახლა ძალიან რთულ ვითარებაში არიან.
მირანჩუკსა და მალინოვსკის არაჩვეულებრივი მეგობრობა აქვთ. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია დროშებსა და და საზღვრებზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები