LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

485
მიხეილ ცაგარელი

დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ვალების დასაბრუნებლად, იურიდიული საქმეებისთვის, თანამდებობის დასაკავებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას. ნეგატიური დღეა ბინის შესაცვლელად, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ყურების გასახვრეტად. ტყუილი და კრიტიკა დღეს საგრძნობლად გააფუჭებს პარტნიორულ ურთიერთობებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება გული, ხერხემალი,  კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა და ელენთა.

დღის ფერები და მინერალები  –  წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, სარდიონი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის, ნეგატიური დღეა კირჩხიბთათვის და ქალწულთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g