მზე დღეს იმყოფება თევზების ემოციურ, მგრძნობიარე, ქველმოქმედ და ინტუიციურ ნიშანში, ხოლო მთვარე უკვე გადასულია აქტიურ, ენერგიულ, ლიდერულ – ლომის ნიშანში, რომელიც გამოირჩევა ორგანიზატორული თვისებებით და სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. აღნიშნული ზეგავლენები თვალსაჩინო იქნება დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და განწყობაში.
დღის რეკომენდაციები – დღეს ნუ დაარღვევთ წესებსა და კანონებს. შუადღის შემდეგ აურა და ენერგეტიკული ფონი მცირდება, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას. კარგი დღეა პაემნებისთვის. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გადატვირთვა.
ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში შეიტანეთ მოშუშული ბოსტნეული და მწვანეული. მოერიდეთ საუნას, აბანოს, სოლარიუმს და სიმძიმეების აწევას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი ხელშეკრულებების დადება, ფინანსური გარიგებების განხორციელება, ნიშნობა და ქორწინება. მოერიდეთ ადგილსამყოფლის შეცვლას, ცხოველებით ვაჭრობას, მცენარეების დარგვასა და გადარგვას. დღე სასიკეთოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძვირფასეულობის, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ხელს უწყობს მშენებლობასა და მეგობრულ კონტაქტებს. კარგი დღეა თმის შეჭრისთვის, ავტორიტეტის ასამაღლებლად, ლიდერული და კეთილშობილური თვისებების გამოსავლენად, ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.