LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1970
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დღეა!

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ ეცდებით პარტნიორის მანიპულირებას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თავის და კბილების სამკურნალოდ. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ალერგიული პროდუქტის, ცხარე და მჟავე საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ციტრინი, ჟადეიტი, საფირონი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები