მზე იმყოფება თხის რქის მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ, მიზანსწრაფულ და მომთმენ ნიშანში, ხოლო მთვარე გადის ოპტიმისტურ, აქტიურ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ მშვილდოსანში. ამ ასტროლოგიური ზეგავლენის შედეგად აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.
დღის რეკომენდაციები – აკონტროლეთ ხასიათში სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები და მოუსვენრობა, რადგან ამან შესაძლოა ურთიერთობები დაძაბოს და შეცდომების დაშვება გამოიწვიოს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. დღეს იმატებს ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც სწორ არჩევანს შეძლებთ.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა, ამიტომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება და თავშეკავებაა საჭირო.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯისა და ბარძაყის ძვლების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღე რთულია მგზავრობისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა დღეს და ხვალ ხელსაყრელია ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ნეგატიურია ეს დღე მშენებლობისა და სისხლის გადასხმისთვის. პოზიტიურია იურიდიული საქმეებისთვის, სწავლისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად. ხელს უწყობს უცხოელებთან კონტაქტს, ტურისტულ ლაშქრობებს, პარტნიორულ თანამშრომლობას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელშეკრულებების დადებას, პრეზენტაციებს, გარიგებებსა და საიუბილეო საღამოებს.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, ლალი, სერდოლიკი, ამეთვისტო და ლაზურიტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.