LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1368
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:51-დან 11:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ პარტნიორს ქორწინება და ოჯახის შექმნა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის შესწავლისა და უნარების ათვისებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი სალათით, თევზით, ბოსტნეულით და ჭვავის პურით, მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრუნულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი და თიხისფერი ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები