LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3548
მიხეილ ცაგარელი

რთული და დაძაბული დღეა. არ ღირს დეპრესიულ ფიქრებს აყოლა, წუწუნი და საკუთარი პრობლემებით სხვებისთვის თავის მობეზრება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც სხვებზე მეტად გაუჭირდებათ ემოციების მართვა, აგრესიისა და გაღიზიანების დამალვა.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, მსხვილი ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი ფეხსაცმლის შეძენა და ჩაცმა, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ სასმელის და საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები