დღის რეკომენდაციები – დღევანდელი დღე ხელს უწყობს პრობლემებისა და მათი მიზეზების უფრო ღრმად გააზრებას, ასევე გადაჭრის სწორი გზების პოვნას. ადამიანებში იმატებს ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით შესაძლებელია სწორი არჩევანის გაკეთება. დღე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების მოგვარებას. ხასიათში აუცილებელია ეგოიზმის, სულსწრაფობის, სარკასტული გამოთქმებისა და გადამეტებული სიამაყის კონტროლი, რადგან ეს ფაქტორები მხოლოდ გაამწვავებს ურთიერთობებში არსებულ დაძაბულობას.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების არასტანდარტული და ეფექტური გზებით გადაჭრა.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ხელების, ბრონქებისა და მეტყველებასთან დაკავშირებული პროცესების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და მასაჟი. საკვებ რაციონში სასურველია სალათების, სელის ან ზეითუნის ზეთის, თევზეულისა და ციტრუსების ჩართვა.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ მშენებლობას, სისხლის გადასხმას და ყურების გახვრეტას. დღე ხელსაყრელია ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობისთვის. სასიკეთოა ტურისტული ლაშქრობები, ექსკურსიები, სწავლა, სპორტული ვარჯიშები, მგზავრობა და მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტები, იურიდიული საქმეები. ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობასა და პრეზენტაციების ჩატარებას.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, საფირონი, წითელი იასპი და ამეთვისტო მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.