განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დილის 05:33 საათზე და გაგრძელდება დილის 10:19 საათამდე. ამ დროის განმავლობაში მთვარის ნეგატიური ზეგავლენა ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია
ეცადეთ დღევანდელი დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. მოახლოებული მზის დაბნელების წინ, რომელიც 17 თებერვალს გველოდება, არ დახარჯოთ ზედმეტი ენერგია. აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები, მოერიდეთ ზედმეტ საუბარს. ნუ აყვებით პროვოკაციებს და არ გამოავლინოთ აგრესია.
დეპრესიული ზეგავლენა დღის განმავლობაში უფრო მეტად იმოქმედებს კუროს, ლომისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებზე, რომელთაც მეტი დასვენება და სიმშვიდე ესაჭიროებათ.
ყურადღებით მოუსმინეთ უფროსი თაობის მანდილოსნების რჩევებს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს იუმორს ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, დაეყრდენით რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს.
მოერიდეთ ახალი ფეხსაცმლის ყიდვას, მცენარეების დარგვასა და გადარგვას, ფეხზე დიდხანს დგომას და თვალების გადაღლას.
ჯანმრთელობა
დღეს სუსტდება თვალების ზონა, ნერვული სისტემა, ვენები და ფეხის კუნთები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის პოზიტიური ტენდენციები
დღე პოზიტიურია მეგობრული კონტაქტებისთვის, სახლის მშენებლობისთვის, ტექნიკასთან ურთიერთობისთვის, უძრავი ქონებით ვაჭრობისთვის. ხელს უწყობს ბინის შეცვლასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
დღის მინერალები და ფერები
დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს აქვამარინი, საფირონი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი. ფერებიდან სასურველია ნეონისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები
დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.