LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2861
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით მიწის სტიქიის – კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, მოთმინებას და ერთგულებას, სტაბილურობას და პრაგმატულობას, მეორე მხრივ, სიჯიუტეს და სიზარმაცეს, სიხისტეს და ეგოიზმს განავითარებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის, წარსულის გაანალიზებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ვაჭრობა და კომერცია, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კუჭის და გულის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძისთვის, ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები