დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასურველია ყურადღება მიაქციოთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ პროფილაქტიკური საშუალებები.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 19:24 საათზე დაიწყება და 23:40 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციის უნარს, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ დღეიდან 1 აპრილამდე ასტეროიდი ქირონი შავ მთვარესა და კარმულ კვანძებს შორის ქმნის ასტროლოგიურ კონფიგურაციას, რომელსაც „სეკირა“ ეწოდება. აღნიშნული განლაგება მეტად გამოავლენს ადამიანთა ნეგატიურ კარმას, წარსულის შეცდომებს და დაგაბრუნებთ ძველ მოლაპარაკებებსა თუ საკითხებთან, რომლებიც ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება, რადგან პროცესი გარემო პირობებიდან გამოწვეული წნეხის ფონზე წარიმართება.
დღის რეკომენდაციები
დღეს ადამიანთა ხასიათში იმატებს ამბიციურობა და აგრესია. საიდუმლო შეიძლება ადვილად გახდეს საჯარო, ამიტომ მოერიდეთ ფარულ საქმიანობას. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს და ეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციის ნაცვლად გააზრებულად მიიღოთ.
პარტნიორული ურთიერთობები
ნუ ეცდებით პარტნიორის თქვენს პოზიციაზე გადმოყვანას ძალისმიერი გზით – ეს შესაძლოა კონფლიქტით დასრულდეს. უმჯობესია დიალოგი და კომპრომისი.
ჯანმრთელობა
დღეს სუსტდება თავი, ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. კვების რაციონში სასურველია შეიტანოთ თევზეული, ბროკოლი, ხილი და ნუში.
დღის პოზიტიური ტენდენციები
დღე ხელსაყრელია კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქველმოქმედებისთვის, იურისტებთან ურთიერთობისთვის, მგზავრობისთვის, ქორწინებისა და კონტრაქტების დასადებად.
დღის მინერალები და ფერები
მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი ხელს უწყობს დადებითი ენერგიის მოზიდვას და ახალი შესაძლებლობების გააქტიურებას. ფერებიდან რეკომენდებულია იისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც აძლიერებს თქვენს შარმსა და მიმზიდველობას.
ზოდიაქოს ნიშნები
დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია სასწორისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების კუთხით. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.