LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2744
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ავტომობილის მართვისას.

არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი სითბო და ყურადღება პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, სამშენებლო მასალისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, კანის და ფრჩხილების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები