LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3353
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მივაქციოთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 03:00 საათიდან 24 საათამდე გასტანს. ამ დროს მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება, ავარიების და ტრავმების მიზეზი გახდეს. მით უმეტეს, რომ დღე გეომაგნიტურია. ეს გეომაგნიტური ენერგიები, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან ადამიანს, სავსემთვარეობით არის გამოწვეული. სავსემთვარეობა მძიმე ენერგიების დღეა. ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება თხის რქას და კირჩხიბის ზოდიაქოს ღერძზე, რაც ადამიანებში მეტად განავითარებს აგრესიას, წყენას, ეჭვიანობას, კონფლიქტებს, შეცდომებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დღე არ ვარგა ყიდვა-გაყიდვისათვის, ფულის სესხება-გასესხებისათვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, ვაჭრობისთვის, ქორწინებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, მანუალური თერაპიისთვის. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.

დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, კოლექციის შესაგროვებლად,

ნუ მიიღებთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღეს შეიძლება საქმის დაგეგმვა, მაგრამ არა – დაწყება.

ილოცეთ და დალოცეთ ყველა.

ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

საკვებ რაციონში არ ვარგა ხორცის და ალკოჰოლის შეტანა.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და გიშერი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან გამოიყენეთ ბეჟი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი ტონები. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

სიზმრები – დღევანდელ სიზმრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქას, თევზების ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები