LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1451
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე სამართლიანი და მშვიდობის მოყვარე სასწორის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ხალხის მასებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან შესაძლოა სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი.

პარტნიორული ურთიერთობა – მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების და ტექნიკის შეძენისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების, ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.  

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტ, რაუხტოპაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები