მზე დღეს იმყოფება თევზების მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციით აღსავსე ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე – ერთგულ და სტაბილურ კუროში. აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.
დღის რეკომენდაციები – დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ ელექტრომოწყობილობებთან და ასაფეთქებელ ნაერთებთან მიმართებაში. ყურადღებით დააკვირდით მოვლენათა განვითარებას და ნუ იმოქმედებთ დაუფიქრებლად. მაღალია კრიტიკის, შურისა და მოტყუების ალბათობა, ახლობელ ადამიანებს შორისაც. მოერიდეთ განკითხვასა და გაკიცხვას.
პარტნიორული ურთიერთობები – საღამოს საათებში შესაძლოა აგრესიულობამ მოიმატოს, ამიტომ ეცადეთ გამოიჩინოთ დიპლომატია და სიფრთხილე.
ჯანმრთელობა – ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა, სასუნთქი ვარჯიშების ჩატარება, სახის კანისა და თმის მოვლა. სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ყურების გახვრეტას, ხალებისა და პაპილომების მოშორებას, ასევე ცივი გაზიანი სასმელების მიღებას.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალ ნაცნობობისა და მეგობრულ კონტაქტთა დამყარებისთვის, მგზავრობისა და ვაჭრობისთვის. შესაძლებელია უძრავი ქონებისა და ავეჯის შეძენა. კარგი დღეა მშენებლობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, მიწათმოქმედებისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად.
დღის მინერალები და ფერები – აქატი, მალაქიტი, მარჯანი და მარგალიტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროსა და კირჩხიბის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.