დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და საიმედო კუროს, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი სამოსის და ფეხსაცმლის შეძენა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ტკბილეულის და გაზიანი სასმელის მირთმევას. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ცისფერი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი, მარჯანი და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.