მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:30-დან 00:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 30 აპრილამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, რომანტიზმს და მგრძნობიარობას, მეორეს მხრივ ტყუილებისა და ილუზიებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა გულწრფელობისა და პარტნიორთან საკუთარ გრძნობებზე საუბრისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.