LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2097
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც საღამოს 18:21-დან ღამის 00:00 საათამდე გასტანს. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ადამიანებში ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმების და ავარიების, რაც ორმაგ ყურადღებას ითხოვს მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან.

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სიბრძნის, სამართლიანობის და სიკეთის დღეა. შესაძლებელი იქნება ნოვატორული, რეფორმატორული იდეების განხორციელება, პროგრამული სისტემების უკეთ ათვისება და ინტერიერის განახლება.

თავიდან აიცილეთ ნერვიულობა, ნუ ფორიაქობთ, ზედმეტად ნუ ილაპარაკებთ და ყური დაუგდეთ ხანდაზმულ მანდილოსნებს, მათი რჩევა დროული და სწორი იქნება. დღეს მანდილოსნები უფრო პრაგმატულად აზროვნებენ, ვიდრე მამაკაცები, ამიტომ, მით უმეტეს, დედის რჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ხელმძღვანელებთან ურთიერთობებს, მეგობრულ ურთიერთობებში თუ საიდუმლო გათქვით, შესაძლოა, ეს შემდეგ თქვენს საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული.

ეს დღე სასიკეთოა – კბილების მკურნალობისთვის, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, სახლის მშენებლობისთვის, დღე ხელს უწყობს სარემონტო-სამღებრო საქმიანობას, საიუბილეო საღამოების მოწყობას.

ჯანმრთელობა – ნაკლებად იდექით ფეხზე, სჯობს სიარული. სუსტდება ვენების სისტემა და ფეხზე ზედმეტი დგომა სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთების ზონა და ვენები, მათთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ იქნება.

დღის ფერები და მინერალები – ტანსაცმელში, თუმცად მცირეოდენი შტრიხებით, პრიორიტეტი მიანიჭეთ ვერცხლისფერს, ნეონისფერებს, წითელს, ყვითელს, ვარდისფერ ტონებს, რომლებიც თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ძოწი, ცირკონი, ციტრინი – ისინი საოცარ სასიკეთო ენერგიებს შექმნიან, მოიზიდევენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ არ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ტყუპების, ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნშნებისთვის, შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება ჰმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და ნერვული სისტემის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები