LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3296
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის და მზის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. დაძაბულობა პიკს 14:48-დან 15:00 საათამდე მიაღწევს. სწორედ დღეს შეჯამდება გასული ორი წლის და ორი კვირის შედეგები. ის, ვინც შეცდომები დაუშვა და არასწორად მოიქცა, სერიოზულ პრობლემებს უნდა ელოდოს, ის კი, ვინც მხოლოდ სიკეთე აკეთა, აუცილებლად საჩუქარს მიიღებს კოსმოსისგან.

მზის და მთვარის ენერგიების შერწყმით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში კარდინალური ცვლილებების პერიოდი დაიწყება ყველა სფეროში. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახური მოძიება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ტკბილეულის და ალერგიული პროდუქტის მირთმევს. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, თეთრი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე გიშერი, აქატი იაგუნდი, მარგალიტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები