LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3369
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მშვილდოსნის მეტად აქტიურ, ენერგიულ და ოპტიმიზმით გაჟღენთილ ნიშანში, ხოლო მთვარე ერთგულ და სტაბილურ კუროში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული თვისებები თითოეულ ჩვენგანში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება დღის განმავლობაში.

პარტნიორული ურთიერთობები – გამოავლინეთ მეტი სითბო და გრძნობები. გაახარეთ თქვენი პარტნიორი სიტყვითაც და ქმედებითაც, ერთმანეთისთვის სიყვარულის გამოხატვა დღეს განსაკუთრებით სასიკეთოა.

ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში უმჯობესია მეტი ბოსტნეული და ციტრუსის ახლად გამოწურული წვენები. მოერიდეთ პაპილომებისა და ხალების მოშორებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე წარმატებულია კულინარიული საქმიანობისთვის, ინვესტიციებისთვის, პარტნიორული პროექტებისთვის, ვაჭრობისთვის და მშენებლობისთვის. არ არის რეკომენდებული სარისკო ქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელს უწყობს ქორწინებას, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, ახალ ნაცნობობებსა და მოგზაურობას.

დღის მინერალები და ფერები – აქატი, მალაქიტი, მარჯანი და მარგალითი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთო ტონებია: ყავისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, მწვანე და ტერაკოტისფერი – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბული იქნება ლომის, სასწორისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა დაუბალანსებელი ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები