LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2357
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და მეტად მოსიყვარულე ლომის, მთვარე კი გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩიენეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ფინანსების დაკარგვის ან საყვარელ ადამიანთან დაშორების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ მჟავე და ხორციანი კერძების, ტკბილეულის და ალკოჰოლის მირთმევისგან. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები