LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

976
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 01:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და ზედმეტი სიჯიუტის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საშინაო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ფილტვების და კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, თევზეულით და რძის ნაწარმით. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ალერგიული და ბიოდანამატების შემცველი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები