მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:00-დან 13:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ენერგიის და შრომისუნარიანობის მმართველი პლანეტის – მარსის სამთვიანი რეტროგრადულბა შეაფერხებს ახალი საქმის დაწყებას. ბევრს ძველ და დაუსრულებელ პროექტებთან დაბრუნება და მათი ახლებურად შესრულება მოუწევს. არაა გამორიცხული გადაჭრათ კონფლიქტები და განაახლოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან.
ინტუიციის და ფანტაზიის მმართველი პლანეტის – ნეპტუნის დირექტულობა კი, ბევრს ფანტაზიებისა და ილუზიებისგან გათავისუფლებაში, ტყუილისა და სიცრუის მარტივად ამოცნობაში დაეხმარება.
მოერიდეთ წუწუნს, არ ღირს საკუთარი პრობლემებით სხვების გადაღლა და თავის მობეზრება. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან საკუთარ გრძნობებზე გულწრფელი საუბრისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძსა და ტყუპებს.