LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1605
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისა და საიდუმლოს გათქმისგან, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და სამომავლოდ გეგმების დასახვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კანის და ფრჩხილების მოვლისთვის, კუჭის და თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ალერგიული და ბიოდანამატებით გამდიდრებული საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კბილებს, ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი, აქატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – საიდუმლოდ შეინახეთ დღევანდელი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები