LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2438
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.

გამოიჩინეთ მეტის სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ან საყვარელ ადამიანთან დაშორების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა არომათერაპიისა და წყლის აბაზანების მისაღებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები