LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ნივთი: მოოქროვილი ველოსიპედი Golden Love

174

იტალიელებს განსაკუთრებით უყვართ ფუფუნებაში ცხოვრება და მაქსიმალურად ცდილობენ გაანებივრონ საკუთარი თავი ძვირფასი ნივთებით.

პატარა ტოსკანური კომპანიის ველოსიპედი Golden Love, ნაკლებად გამოდგება ყოველდღიური მოხმარებისთვის, რადგან ის ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავს. La Strana Officina-ს მოდელების კატალოგი საკმაოდ მცირეა, რადგან ის, არა ფართო მასებზე, არამედ ყველაზე დახვეწილი გემოვნების ველომოყვარულებზეა გათვლილი. კომპანიაში ძალიან უყვართ არასტანდარტული სურვილები და მზად არიან დააკმაყოფილონ კლიენტის ნებისმიერი კაპრიზი.

Golden Love-ის ძირითადი მახასიათებლები:

  1. მუხრუჭი – შოსეზე მორგებული მუხრუჭი, ყველაზე გამბედავი ველომანებისთვისაა.
  2. საჭე – ”ცხვრის რქებად” წოდებული საჭე, იდეალურად ერგება შოსეს ველოსიპედს.
  3. წინა ბორბალი – წინა ბორბლის კონსტრუქცია ველოსიპედს მშვენიერ აეროდინამიურ თვისებას ანიჭებს.
  4. ტრანსმისია – ველოსიპედი ფიქსირებული სიჩქარეთა კოლოფითაა აღჭურვილი.
  5. ღერძი – ღერძი გამძლე ტიტანისგანაა ჩამოსხმული.
  6. სატერფულები – ალუმინის სატერფულები სიმყარით ფოლადსაც არ ჩამოუვარდება, თუმცა ბევრად უფრო მსუბუქია.

12 კილოგრამიანი მოოქროვილი ველოსიპედის Golden Love-ის შეძენა საიტზე lastranaofficina.it-ზე შეიძლება. იმ შემთხვევაში კი, თუ ინდივუდუალური მოდელი გინდათ, მაშინ 4-6 თვე მოგიწევთ ლოდინი.

4464da0756ff0022c34ccbb5ba224a60

http://www.gq.ru/taste/tekhnologii_1708/160570_veshch_dnya_pozolochennyy_velosiped_golden_love.php

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები