წყალგაუმტარ მასალასთან მაქსიმალურად ახლოს კორდოვანი და ალიგატორის ტყავია. სწორედ ალიგატორი აირჩია რალფ ლორანმა ჰაიკერების ახალი კოლექციისთვის. მოდელი Fidel-ი ჩვეულებრივ ხბოს ტყავისგან იკერება, თუმცა ამჯერად, ზამთრის ფეხსაცმელი ორი ფერის საოცრად ლამაზი ალიგატორის ტყავისგან, რეზინის მასიურ ძირზე შეიკერა ტრადიციული ორმაგი ნორვეგიული ნაკერით. მოდელის შემქმნელების განცხადებით, ბათინკები არა მარტო ზამთრის სუსხიან ამინდს გაუძლებენ, არამედ ევერესტსაც თავისუფლად დალაშქრავენ.