gazelle adidas Originals-ის პირველი მოდელი მისმა შემქმნელებმა 1968 წელს წარმოადგინეს და მას შემდეგ, დიზაინი პრაქტიკულად არ შეცვლილა. სპორტული ფეხსაცმელი Gazelle, ბაზარზე სპორტსმენებისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის გამოჩნდა, 1980-იან წლებში ინგლისელ ფეხბურთის ფანებთან ასოცირდებოდა, დღეს კი, ლეგენდარული სპორტული ფეხსაცმელი, მოდის ყველა მოყვარულის გარდერობს ამშვენებს.