LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიაგნოზი იყო მწვავე პნევმონია, მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა”

1050
gori 2

გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილ მამაკაცზე პირველი კომენტარი ექიმებმა უკვე გააკეთეს, აქ ამბობენ, რომ 31 წლის ლევან ჯიოშვილის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

როგორც კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ჯავახიშვილმა განაცხადა, მამაკაცი ორი დღის წინ პნევმონიის დიაგნოზით მოთავსდა . მისივე თქმით, პაციენტს დაუდგინდა ტუბერკულომა.

„31 წლის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა 2 ივნისს. წინასწარი კვლევების საფუძველზე მოთავსდა თერაპიული განყოფილებაში, ინტენსიურ ბლოკში. დიაგნოზი იყო მწვავე პნევმონია, მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა.

მიმდინარე მკურნალობის ფონზე მდგომარეობა იყო სტაბილური. დღეს პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება. იმავე წუთს გამოძახებული იქნა ბრიგადა. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო. 17:30 საათზე დაფიქსირდა უეცარი სიკვდილი. პაციენტი გადაყვანილია სამედიცინო ექსპერტიზაზე. ვინაიდან პაციენტს დაუდგინდა ტუბერკულომა, მკურნალ ექიმთან შეთანხმებული იყო, რომ პაციენტი ხვალ, დილით უნდა გადაეყვანათ შემდგომი კვლევებისთვის თბილისში, ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში”, – განაცხადა ექიმმა.

ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ.

magti 5g