LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, ჩემმა შვილმა, ადრეული ასაკიდან იცის, რომ რუსეთი მტერია… ბევრმა გამაკრიტიკა, ბავშვმა რატომ უნდა იცოდეს და საუბრობდეს ასეთ თემებზეო – შალვა რამიშვილის შვილის ვიდეოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმაურებიან

14995
Untitled design (10)

შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის ვაჟის ალექსანდრეს ვიდეომ, სადაც ის საუბრობს, რომ სუსეთი მტერია, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ხატია ეკიზაშვილი, ყველას ვინც ალექსანდრე კომპლიმენტებით აავსო, მადლობას უხდის.

„მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო! ყველას დიდი მადლობა ჩემი ალექსანდრეს ასეთი შეფასებისთვის, კომპლიმენტებისთვის, დალოცვისთვის…

არ წყდება ზარები, ინბოქსში წერილები… უამრავი წერილი მივიღე პოლონელებიგან, უკრაინელებისგან, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთიდან და რუსებისგანაც კი… ❤

გულწრფელად გეტყვით, ერთი წამითაც არ მიფიქრია ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა ამ ვიდეოს, თორემ შეიძლება სულაც არ ამეტვირთა.. უკვე მერიდება კიდეც ?

ბევრმა გამაკრიტიკა, ბავშვმა რატომ უნდა იცოდეს და საუბრობდეს ასეთ თემებზეო და მინდა მათაც ვუპასუხო.

– დიახ, ჩემმა შვილმა, ადრეული ასაკიდან, იცის რომ რუსეთი მტერია, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტება იყო, იცის 9 აპრილი, აფხაზეთი, ოსეთი, საზღვარს (მავთულხლართებს) რომ წევენ რუსები ყოველდღიურად – ეგეც იცის.

– ბაკურიანში ვიყავით, ორივე ავად (სასტუმროს ნომერში მარტო ჩვენ ორნი), 24 თებერვალს ომი რომ დაიწყო. ესმოდა ჩემი სატელეფონო საუბრები, მხედავდა აღელვებულს, ცრემლიანს და ერთად ვუსმენდით ახალ ამბებს!

– ასეც რომ არ ყოფილიყო… რატომ უნდა დამემალა?!
ცხადია არ ვაჩვენებ კოშმარულ კადრებს, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, მაგრამ არც ვარდისფერ სათვალეებსს ვუკეთებ.
! ყველამ თავად გადაწყვიტოს შვილს როგორ გაზრდის! მე ასე მიმაჩნია სწორად! ვინმე თუ სხვანაირად თვლის – მე არ ვუვარდები ჭკუის სწავლებით და ნურავინ მიმითითებს ჩემს შვილს რა ვუთხრა!
რუსეთი – მტერია!
პუტინი – ბოროტია!
2+2=4
ჯამი ჭურჭელია ?‍♀️
❤ დიდება გმირებს ❤“. – წერს ხატია ეკიზაშილი სოციალურ ქსელში.

magti 5g