LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, ეს ის არის და ივლის თბილისში!” – რა ჩაანაცვლებს ყვითელ ავტობუსებს თვის ბოლოდან

11

თბილისში სექტემბრის ბოლოდან ახალი ავტობუსები იმოძრავებს, ფოტოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

„დიახ, ეს ის არის და ივლის თბილისში! სექტემბრის ბოლოდან პირველი 10, დანარჩენი 143 ეტაპობრივად,“ – წერს ლექვინაძე.

ახალი სატრანსპორტო საშუალებები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ახალ ეკოლოგიურ საწვავზე იმუშავებს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი, ხოლო 7 მილიონი არის გრანტის კომპონენტი.

 

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები