პოეტი დიანა ანფიმიადი გოგო შვილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ როგორი მეორეხარისხოვანია საქართველოში ქალის სიცოცხლე:
„გოგო შვილების დღე ყოფილა დღეს, იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, რომ მეორეხარისხოვნები არიან, პანტაპუნტით რომ კლავენ ქმრები თუ ყოფილი ქმრები და მათივე დედები არაფერს ამბობენ, რომ თავიანთი ბიჭი შვილები „მკვლელობისგან“ დაიცვან. რომ ათხოვებენ და მოითმინე, არაფერი თქვა, არ შემარცხვინოს დასძახიან. იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, “სხვის სახლში” ცხოვრობენ, მათი არაა მშობლების სახლი და არაფერი მათი არაა, ბავშვობიდან „მზითვად” ნაგროვები აბრეშუმის თეთრეულის გარდა და ვერც მოძალადისგან მიდიან, იმიტომ, რომ მშობლებიც არ მიიღებენ. და კიდევ რამდენი ამბის გახსენება შეიძლება, იმდენ ასეთ „გოგო შვილს” ვიცნობ.
გილოცავთ, „გოგოშვილებო”, მაინც ყოჩაღებო და მთების გადამდგმელებო“.