LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ლადარია: „დააკვირდით, როგორ აშუქებენ მოკლული ქალების ამბებს… მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ერთხმად და დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავეს: ისეთი პატიოსანი იყო, ისეთი კარგი დედა!“

1315
ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარია სოციალურ ქსელში ქალების გაშირებულ მკვლელობაზე წერს:

„დააკვირდით, როგორ აშუქებენ მოკლული ქალების ამბებს… მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ერთხმად და დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავეს: ისეთი პატიოსანი იყო, ისეთი კარგი დედა! — ბავშვებს ბანდა, აჭმევდა, ბაღში დაჰყავდა…

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

როგორც ეტყობა, ჟურნალისტებიც და რესპონდენტებიც ნაწლავებით გრძნობენ, რომ ეს კულტურა მხოლოდ „პატიოსან” ქალებს პატიობს სიცოცხლეს… და ორ-ორად რომ ევლოთ კაცებსა და ქალებს და ორგიები ემართათ? — რაო, მაშინ გასაგები იქნებოდა მკვლელობა, არა? და დასაშვებიც?

ნუღარ ამკვიდრებთ ამ სამარცხვინო შეხედულებებს! — გეტყოდით, წაით, ბიძიებო, სადმე კაი ქვეყანაში ტრენინგი გაიარეთ-მეთქი, მაგრამ კობახიძისა და ოხანაშვილის გერმანული დიპლომები მახსენდება და ტანში მზარავს…

არც თქვენ ხართ რამით უკეთესი. ჯერ არ გიჩვენებიათ ეს“.

ვიდეო: „ბიჭი, რომ მეზრდება, 10 წლის კი არა, 5 წლის რომ არის, მაშინ უნდა ვასწავლო ქალის მიმღებლობა ისე, რომ თვითონ მოუნდეს სადღეგრძელო თქვას“ – გვანცა დარასელიამ ემოციები ვერ შეიკავა

„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“ – პოლონეთში მოკლულ ქალს ხვალ ჩამოასვენებენ

“16-ჯერ მიმართვის მიუხედავად, უწყებებმა ეფექტიანი ღონისძიებები არ გამოიყენეს” – თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g