პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მორიგი ხმაურიანი ჩვენება ლიბანელმა დიზაინერმა, ზუჰაირ მურადმა გამართა. მისი შოუს მთავარი გმირი კი ცნობილი მოდელი ალესანდრა ამბროსიო გახდა, რომელიც დიზაინერმა პოდიუზე ორჯერ გამოიყვანა.
ვარსკვლავების რჩეულმა დიზაინერმა პარიზში haute couture კოლექცია წარადგინა, ანუ კაბები, რომელსაც მალე წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ. დიზაინერმა ამჯერადაც არჩევანი რთულ აპლიკაციებზე გააკეთა, რასაც უამრავი რთული კომბინაციის დეტალი და მრავალფეროვანი პალიტრა დაურთო. მისი ჩვენების მთავარი ნაწილი კი უძვირფასესი ქვები გახდა, რომელიც ყველა საღამოს კაბას მრავლად ამშვენებდა.
„დიდებული საუკუნე“ – ასე შეაფასეს მსოფლიო მოდის ექპერტებმა ლიბანელი ზუჰაირ მურადის ახალი კოლექცია.